Belive

ოფიციალურად: მაურისიო პოჩეტინო აშშ-ს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინელი 52 წლის სპეციალისტი, მაურისიო პოჩეტინო აშშ-ს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მან კონტრაქტი 2026 წლის 31 ივლისამდე გააფორმა.

მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, პოჩეტინომ განცხადება გააკეთა:

აშშ-ს ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა ჩემთვის მხოლოდ ფეხბურთს არ ეხებოდა, ეს არის მოგზაურობა, რომელსაც ეს გუნდი და ქვეყანა აპირებს. მათ აქვთ ენერგია და ვნება იმის, რომ რაღაც ისტორიულს მიაღწიონ - ეს არის ის, რამაც აშშ-ს ნაკრების მწვრთნელობა შთამაგონა. როგორც ფეხბურთელებს, ასევე გულშემატკივრებს ძალიან სურთ წარმატების მიღწევა. ამ ნაკრებში მე ვხედავ ნიჭს და პოტენციალს, ჩვენ ერთად ვაპირებთ ავაშენოთ რაღაც განსაკუთრებული, რომლითაც მთელი ერი იამაყებს. - მაურისიო პოჩეტინო - აშშ-ს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

არგენტინელმა სპეიციალისტმა სამწვრთნელო კარიერა "ესპანიოლში" დაიწყო, შემდეგ იყო "საუთჰემპტონში", "ტოტენჰემში", "პსჟსა" და "ჩელსიში".

სულ მთავარი მწვრთნელობის პერიოდში მას გუნდთან ერთად 3 ტიტული აქვს მოგებული: "პსჟში" საფრანგეთის ლიგა 1, საფრანგეთის თასი და საფრანგეთის სუპერთასი. ასევე მან "ტოტენჰემი" 2019 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.