ოფიციალურად: მარსელისა და პსჟ-ს მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-5 ტურის შეხვედრა, რომელიც დღეს მარსელსა და პსჟ-ს შორის უნდა გამართული უამინდობის გამო გადაიდო. ფრანგული გამოცემების ინფორმაციით მარსელში ძლიერ წვიმას ელოდებიან, მათი განცხადებით რეგიონში წყალდიდობისა და ჭექა-ქუხილის საფრთხე არსებობს და ამის გამო განგაშია გამოცხადებული. რისკის თავიდან ასაცილებლად შეხვედრის გადადება აუცილებელი გახდა.
ჯერჯერობით უცნობია თუ როდის გაიმართება აღნიშნული შეხვედრა, ამის შესახებ ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
Le match entre l'Olympique de Marseille et le Paris SG, prévu dimanche soir lors de la 5e journée de Ligue 1, est reporté en raison des fortes intempéries attendues à Marseille, a annoncé à l'AFP le préfet des Bouches-du-Rhône > https://t.co/J9ZHlXiGyp pic.twitter.com/3SiScTY6k6
— L'Équipe (@lequipe) September 21, 2025