ოფიციალურად: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი 1-წლიანი იჯარით აიაქსში ითამაშებს
ოფიციალურად, გერმანელი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი 1 წლით აიაქსში ითამაშებს, 34 წლის მეკარე ბარსელონამ ნიდერლანდურ კლუბში იჯარით გაუშვა.
აიაქსის ტექნიკური დირექტორი ჟორდი კრუიფი ტერ შტეგენის ტრანსფერს გამოეხმაურა:
მარკს შესანიშნავი ისტორია აქვს და მისი თვისებები ფართოდ არის აღიარებული. ის ჩვენი გუნდისთვის შესანიშნავი ფეხბურთელია. მარკი და მე კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და მოუთმენლად ველი კვლავ მასთან მუშაობას. ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობთ მის აქ მოყვანაზე, ამიტომ ძალიან გვიხარია, რომ მან კონტრაქტი გააფორმა. - ჟორდი კრუიფი - აიაქსის ტექნიკური დირექტორი
We are delighted to announce the signing of Marc ter Stegen on a season-long loan from FC Barcelona.
— AFC Ajax (@AFCAjax) August 4, 2026
Willkommen, Marc!
მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ახალგაზრდული კარიერა მიუნხენგლადბახის ბორუსიაში დაიწყო და ძირითად გუნდშიც ასპარეზობდა, შემდეგ ბარსელონაში გადავიდა, ბოლოს კი სულ რაღაც 2 თამაში ჩაატარა ჟირონაში.
სანაკრებო კარიერას რაც შეეხება, გერმანიის ეროვნულ ნაკრებში მას 44 მატჩი აქვს ჩატარებული, კარის მშრალად შენახვა 12-ჯერ მოახერხა. მარკს კარიერის განმავლობაში არაერთი ტიტული აქვს მოგებული: 1 ჩემპიონთა ლიგა, 7 ლა ლიგა, 1 უეფას სუპერთასი, 1 ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 6 ესპანეთის თასი და 4 ესპანეთის სუპერთასი.