Belive

ოფიციალურად: მანჩესტერ სიტიმ მაროკოელი ტალანტი 100 მილიონად შეიძინა

13 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ სიტიმ ოფიციალურად დახურა ლილიდან 18 წლის მაროკოელი ნახევარმცველის, აიუბ ბუადის ტრანსფერი. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული გარიგება ინგლისურ გიგანტს სოლიდური თანხა დაუჯდა.

გარიგების საერთო ღირებულება 100.1 მილიონი ევროა აქედან, სიტი წინასწარ 95.2 მილიონ ევროს გადაიხდის, ხოლო 4.9 მილიონი ევრო ბონუსების სახითაა გათვალისწინებული.

ეს გადაწყვეტილება ენცო მარესკას გუნდისთვის აუცილებელი ნაბიჯი გახლდათ. კლუბმა ნახევარდაცვის სრული გადახალისება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთდროულად სამი ძირითადი ნახევარმცველი გაყიდა: როდრი, ტიჯანი რეინდერსი და ნიკო გონსალესი.

"ეს ძალიან განსაკუთრებული დღეა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. მანჩესტერ სიტი ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესო კლუბია. ოცნებაა აქ ყოფნა და იმის თქმა, რომ სიტის ფეხბურთელი ვარ.

ცხოვრების უდიდესი ნაწილი იმაზე მუშაობას დავუთმე, რომ გავმხდარიყავი საუკეთესო ფეხბურთელი და მიმეღწია მწვერვალებისთვის. მრავალი წლის განმავლობაში ვუყურებდი სიტის და მომწონს მათი სათამაშო სტილი. გუნდი მუდმივად ცდილობს ხარისხიანი ფეხბურთის თამაშს. მათ აჩვენეს, რომ გამარჯვებულები არიან: ეს კლუბი თითქოს მოსაგებად არის შექმნილი", - ამბობს აიუბ ბუადი.

აიუბ ბუადიმ მსოფლიო ფეხბურთის ელიტის ყურადღება წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები ფენომენალური თამაშით მიიპყრო. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, მან მაროკოს ექვსი მატჩიდან ხუთში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და გუნდის მეოთხედფინალამდე გასვლაში დიდი წვლილი შეიტანა.

სხვა სტატიები