Belive

ოფიციალურად: ლუკას შევალიე პარი სენ-ჟერმენის მეკარეა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ-ჟერმენმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ლილიდან ფრანგი მეკარე, ლუკას შევალიე იყიდა. რამდენიმე მედიასაშუალების, როგორიცაა L'Equipe და RMC Sport ცნობით, 23 წლის მეკარის ტრანსფერი, ბონუსების გამოკლებით, 40 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ბონუსებით, ეს თანხა 55 მილიონს მიაღწევს. ამგვარად, ლუკას შევალიე ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფრანგი მეკარე ხდება.

შევალიე საფრანგეთის ნაკრების წევრია (2024 წლის ნოემბრიდან), თუმცა 'მამლების' შემადგენლობაში ჯერ არ უთამაშია.

ჯანლუიჯი დონარუმას კონტრაქტის ამოწურვამდე 1 წელია დარჩენილი - იტალიელსა და ფრანგულ გრანდს შორის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, ამიტომ რთულია დასკვნის გაკეთება, შევალიე პირველ ნომრად მივიდა პარიზში თუ დონარუმასთან კონკურენცია მეორე ნომრობიდან მოუწევს. 13 აგვისტოს, ტოტენჰემთან უეფას სუპერთასის მატჩი ბევრ რამეს გამოაჩენს.

სხვა სტატიები