ოფიციალურად: ლუკა იოვიჩი აეკის ფეხბურთელია
ოფიციალურად, სერბი ფეხბურთელი ლუკა იოვიჩი აეკის ფეხბურთელია. 27 წლის ფორვარდი მილანიდან აეკში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და გუნდთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
ლუკა, კეთილი იყოს შენი მობრძანება აეკი-ს ოჯახში. გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს ჩვენს გუნდთან ერთად! - აეკი-ს ოფიციალური საიტი
სერბმა ფეხბურთელმა კარიერა 2006 წელს მშობლიურ ლოზნიცაში დაიწყო, სადაც ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, შემდეგ 2010-დან 2016 წლამდე ცრვენა ზვეზდაში ასპარეზობდა, 1 წლით აპოელ ლიმასოლში გადავიდა, შემდეგ ვიხილეთ ბენფიკაში და აინტრახტში. 2019 წელს კი რეალმა მასში დიდი თანხა გადაიხადა, დაახლოებით 63 მილიონი ევროს ოდენობის, მაგრამ იოვიჩის კარიერა კარგად ვერ განვითარდა და იჯარით კვლავ აინტრახტში დაბრუნდა, ამის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით ფიორენტინას შეუერთდა, 2023 წელს კი ფიორენტინამაც გაყიდა, მინიმალური, 500 000 ევროს სანაცვლოდ და მისი კარიერა მილანში გაგრძელდა, სადაც 2 წელი ითამაშა. ამჯერად კი მას საბერძნეთის უმაღლეს ჩემპიონატში ვიხილავთ.
It’s official . Luka Jović joins AEK FC. 🟡⚫#aekfc #summertransfers #Jović pic.twitter.com/OmBd4bhp2s
— AEK F.C. (@AEK_FC_OFFICIAL) August 5, 2025