Belive

ოფიციალურად | ლუის სუარესი თავისუფალი აგენტია

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

36 წლის ურუგვაელი ვარსკვლავი - ლუის სუარესი, თავისუფალი აგენტი გახდა. სუარესი, რომელიც 2023 წლიდან "გრემიოს" ღირსებას იცავს, პროფესიონალური კარიერისგან დროებით დაისვენებს და მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს.

ვეტერანი ურუგვაელი "გრემიოს" მაისურით ბრწყინვალედ ასპარეზობდა და 53 მატჩში, 27 გოლის გატანა შეძლო, თუმცა ბრაზილიური ფეხბურთის გადატვირთულმა კალენდარმა, სუარესს დიდი თავის ტკივილი გაუჩინა. კლუბის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, სუარესმა დააანონსა, რომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტს ნაადრევად შეწყვეტდა, რათა სხეულისთვის დასვენების შესაძლებლობა მიეცა.

ტკივილს მუდმივად ვგრძნობ - სხეული ჩემს მაგივრად საუბრობს. მინდა კარგად დავისვენო და ხანგრძლივი კარიერის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებ. დასვენება და ოჯახთან ერთად დროის გატარება მჭირდება - შემდეგ კი ბედისწერა განსაზღვრავს, თუ სად ვიქნები მომავალში. - ლუის სუარესი.

სხვა სტატიები