ოფიციალურად: ლაშა დვალი ბულგარეთის ჩემპიონატში ითამაშებს
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ოფიციალურად, ლაშა დვალი ბულგარეთის ჩემპიონატში იასპარეზებს. სოფიის ცსკამ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი დღეს გამოაცხადა. 30 წლის მცველი ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
30 წლის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, შთამბეჭდავი გამოცდილებით ჩამოდის, მას 4-ჯერ აქვს მოგებული უნგრეთის ჩემპიონატი, ასევე თითო-თითოჯერ მოიგო უნგრეთის თასი, იზეიმა კვიპროსის ჩემპიონობა და მოიგო კვიპროსის სუპერთასი.
თავისი კლასით, გამოცდილებითა და მოედანზე ლიდერობით, დვალი მზადაა, მომავალ სეზონში არმიელებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდეს. - წერია ცსკა სოფია 1948-ს განცხადებაში
ლაშა დვალი 2022 წლიდან გასულ სეზონამდე კვიპროსულ აპოელში თამაშობდა, სადაც 93 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გაიტანა 8 გოლი, გააკეთა 3 საგოლე გადაცემა.
ცსკა სოფია 1948 ბულგარეთის უმაღლეს ჩემპიონატში ასპარეზობს და 7 ტურის შემდეგ 13 ქულით მე-4 ადგილზეა (4 მოგება, 1 ფრე, 2 მარცხი).