Belive

ოფიციალურად: კანგ ინ ლი ატლეტიკო მადრიდის ფეხბურთელია

22 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად, კანგ ინ ლი პარი სენ-ჟერმენიდან ატლეტიკო მადრიდში გადავიდა. ესპანურმა კლუბმა სამხრეთკორეელი ფეხბურთელი 40 მილიონ ევროდ შეიძინა და მასთან კონტრაქტი 2031 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი ფრანგულ კლუბში 2023 წლიდან ასპარეზობდა, რა დროშიც 124 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 16 გოლი, 16 საგოლე გადაცემა მიითვალა.

25 წლის კანგ ინ ლიმ პსჟ-სთან ერთად არაერთი ტიტული მოიგო, ესენია: 2 ჩემპიონთა ლიგა, 3 ლიგა 1, 1 უეფას სუპერთასი, 1 ფიფას საკონტინენტთაშორისო თასი, 2 საფრანგეთის თასი და 2 საფრანგეთის სუპერთასი.

სხვა სტატიები