ოფიციალურად: ჯესი ლინგარდი კორინთიანსის ფეხბურთელია
ოფიციალურად, ჯესი ლინგარდი კორინთიანსის ფეხბურთელია. 33 წლის ინგლისელი ფეხბურთელი ბრაზილიურ კლუბში 2026 წლის ბოლომდე იასპარეზებს. ჯესი კორინთიანსში გადასვლამდე 2 თვე უკლუბოდ იყო, მანამდე კი სამხრეთკორეულ სეულში თამაშობდა, იქ ინგლისელმა შემტევმა 67 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 19 გოლი, 10 საგოლე გადაცემა დააგროვა.
ჯესი ლინგარდის სიტყვები ბრაზილიაში ჩასვლის შემდეგ:
პირველ რიგში, აეროპორტში კორინთიანსის გულშემატკივრები დამხვდნენ, რომელთა მხრიდანაც დიდი ვნება იგრძნობოდა, რაც საოცარი სანახავია. აქაური სავარჯიშო ცენტრი წარმოუდგენელია, ფეხბურთელებმა ძალიან კარგად მიმიღეს. მწვრთნელთან და დირექტორთან შეხვედრა ძალიან სასიამოვნო იყო, ჩემი პირველი შთაბეჭდილებებით ძალიან ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველი თამაშს. - ჯესი ლინგარდი
Lingard já está familiarizado com o gramados do nosso centro de treinamento. ⚽
— Corinthians (@Corinthians) March 6, 2026
🛒 Compre a camisa do craque na ShopTimão: https://t.co/ai72nnigqV#BemVindoJesseLingard#DoReinoÀFavela#VaiCorinthians pic.twitter.com/zlvz8fy4CM
შეგახსენებთ, რომ ჯესი ლინგარდს კარიერის განმავლობაში უამრავი კლუბი გამოუცვლია. ის მანჩესტერ იუნაიტედის აკადემიის აღზრდილია, პროფესიონალური კარიერა კი 2013 წელს ლესტერში დაიწყო, შემდეგ იყო ბირმინგემი, ბრაიტონი, მანჩესტერ იუნაიტედი, დერბი, ვესტ ჰემი, ნოტინგემ ფორესტი, სეული და კორინთიანსი.
ასევე გეტყვით, რომ კორინთიანსში კიდევ ერთი ყოფილი მანჩესტერელი ასპარეზობს, ჯესი ლინგარდს ბრაზილიურ კლუბში მემფის დეპაისთან ერთად თამაში მოუწევს.