Belive

ოფიციალურად: ირაკლი აზაროვი შახტარის ფეხბურთელია

8 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ოფიციალური ინფორმაციით, ირაკლი აზაროვი დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი გახდა.

21 წლის მარცხენა მცველის სანაცვლოდ, უკრაინულმა კლუბმა "ცრვენა ზვეზდას" €1 მილიონი გადაუხადა - ამ ტრანსფერის შესახებ, რამდენიმე დღის წინ ფაბრიციო რომანოც წერდა და როგორც ირკვევა, ორ მხარეს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. აზაროვმა "შახტართან" კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ირაკლი აზაროვის შესანიშნავი ასპარეზობა არ გამორჩენია გავლენიან მედიასაშუალებას, The Athletic-ს, რომელმაც სკაუტებს აზაროვზე დაკვირვების რეკომენდაცია მისცა.

"ზურიკო დავითაშვილმა ნიდერლანდების წინააღმდეგ სათამაშო დღის მომენტი შექმნა, მაგრამ მისი თანაგუნდელი აზაროვი, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ნაკრების მიერ მატჩის ფრედ 1:1 დასრულების საქმეში. მან თამაში 4-4-2 სათამაშო სქემაში მარცხენა ნახევარმცველის პოზიციიდან დაიწყო, მაგრამ რეალურად, მას მთელი ფლანგი ჰქონდა ათვისებული. 

მეტოქის ვარდნებშიც რამდენჯერმე სლალომისებრად გაიარა, თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია, თუ როგორ იყენებდა იგი თავისუფალ სივრცეებს. მან რამდენჯერმე ბურთი ჭკვიანურად ჩაჭრა და ნიდერლანდელებს მისი ფლანგიდან სახიფათო ეპიზოდი რეალურად არ შეუქმნიათ.

სულ მცირე, ამ შეხვედრაში, აზაროვი იყო იმ დისციპლინის სიმბოლო, რომელიც საქართველომ აჩვენა ჯგუფური ეტაპის განმავლობაში და ნაწილობრივ განმარტავს, თუ რატომ ასპარეზობს გუნდი ტურნირზე დაუმარცხებლად", - წერია სტატიაში, რომელიც ნიდერლანებთან ნათამაშები 1:1-ის შემდეგ გამოქვეყნდა.

სხვა სტატიები