ოფიციალურად: იოჰან კრუიფის შვილიშვილი აშშ-ს ასაკობრივ ნაკრებში გამოიძახეს
5 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარული იოჰან კრუიფის შვილიშვილი 17 წლის შე კრუიფ-ბინი აშშ-ს 18-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს. შე კლუბურ დონეზე ესპანურ ტარაგონაში თამაშობს, რითაც აშშ-ს ასაკობრივი ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ბენ კროსის ყურადღება მიიპყრო.
აქვე გეტყვით, რომ შეს დედა, შანტელ კრუიფი, ლეგენდარული ფეხბურთელის იოჰან კრუიფის ქალიშვილია, თუმცა თავად შე მამის, ტოდის სამშობლოს აშშ-ს წარადგენს.
ნახევარმცველს ასევე აქვს ნიდერლანდებისა და ესპანეთის ნაკრებებში თამაშის უფლება, რადგან ის კატალონიაში გაიზარდა.
🚨🚨 Le petit-fils de Johan CRUYFF 🇳🇱, Shae CRUIJFF-BEANE (17 ans), a été appelé pour la PREMIÈRE FOIS avec les U18 des ÉTATS-UNIS ! 🇺🇸🤯 pic.twitter.com/cvgCXeoiL7
— Actu Foot (@ActuFoot_) November 10, 2026