Belive

ოფიციალურად: გილერმო ოჩოამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად, მექსიკის ეროვნული ნაკრების მეკარემ გილერმო ოჩოამ 41 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა, ამის შესახებ თავად ლეგენდარულმა ფეხბურთელმა სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადა.

ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ რამდენად შორს შეიძლებოდა მიმეყვანა ოცნება.

დღეს მხოლოდ სიამაყით შემიძლია უკან გამოვიხედო და ვთქვა: მადლობა

მადლობა ჩემს ოჯახს. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს. მადლობა ყველა გულშემატკივარს, ვინც იქ იყო ამ გზის ყველა ეტაპზე.

თან მიმაქვს მილიონობით ადამიანის სიყვარული და სიმშვიდე, რაც მექსიკისთვის ყველაფრის გაღებას ნიშნავს.

რაც გადავიტანეთ, ვერავინ წაგვართმევს.

გულიდან, დიდი მადლობა ამდენი რამისთვის. - გილერმო ოჩოა

გილერმო ოჩოა მექსიკის ეროვნული ნაკრების სიმბოლოდ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რადგან ის 6 მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში ყოფილა, ასეთი ფეხბურთელი ისტორიაში მხოლოდ 3 იყო, ესენია: ლეო მესი, კრიშტიანუ რონალდუ და გილერმო ოჩოა.

ოჩოა გამორჩეული იყო ეროვნულ ნაკრებში, რასაც ვერ ვიტყვით საკლუბო კარიერაზე, ამ მხრივ მას დიდი კარიერა არ ჰქონია, მაგრამ ტიტულები არ აკლდა, მას ისეთ გუნდებში უთამაშია როგორებიცაა: FC ამერიკა, აიაჩო, მალაგა, გრანადა, ლიეჟის სტანდარდი, სალერნიტანა, აფს და ლიმასოლი.

ტიტულებს რაც შეეხება, გილერმოს 6-ჯერ უზეიმია მექსიკის ჩემპიონობა, თითო-თითოჯერ კი კონკაკაფის თასი მოიგო, მექსიკის ჩემპიონთა ჩემპიონის ტიტული, მექსიკის კლაუსურას თასი, კონკაკაფის ერთა ლიგის თასი და ბელგიის თასი.