Belive

ოფიციალურად: "ფილიპო ინძაგი სალერნიტანადან გაუშვეს"

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"სალერნიტანა" აცხადებს, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტს ფილიპო ინძაგი აღარ იკავებს. სიმონეს ძმა, რომელიც "ინტერთან" ერთად სერია A-ს ლიდერობს, მესამედ გაათავისუფლეს ჩემპიონატის გუნდებიდან, "მილანიდან", "ბოლონიადან" და ახლა უკვე სალერნიტანადან გაშვება ნიშნავს, რომ პიპომ იტალიაში ჯერ სწორი ადგილი ვერ იპოვა.

გადაწყვეტილია, რომ სალერნიტანას ახალი მთავარი მწვრთნელი ფაბიო ლივერანი იქნება, რომელიც იტალიელი ყოფილი ფეხბურთელია. სალერნიტანა საშინლად თამაშობს და სერია A-ს ცხრილის ბოლო ადგილზე იმყოფება. გუნდს ჩატარებულ 24 ტურში სულ რაღაც 13 ქულა აქვს და დაქვეითების მთავარი კანდიდატია. სალერნიტანამ ბოლო 7 გამართული შეხვედრიდან მხოლოდ 1 ითამაშა ფრედ, 6 მატჩში კი დამარცხდა.