ოფიციალურად: ეშლი კოული ჩეზენას მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
12 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ეშლი კოული ჩეზენას მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.
45 წლის სპეციალისტისთვის მთავარი მწვრთნელის პოსტი პროფესიონალურ ფეხბურთში პირველია, აქამდე ის მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა შემდეგ გუნდებში: ინგლისის ეროვნული ნაკრები, ინგლისის 21-წლამდელები, ბირმინგემი, ჩელსი, ევერტონი. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ეშლი კოული ჩელსის ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა.
ჩეზენა იტალიის სერია B-ს ცხრილში მე-8 პოზიციაზეა და უმაღლეს ჩემპიონატში აღზევებისთვის იბრძვის.