ოფიციალურად: ჩირო იმობილე ბოლონიას ფეხბურთელია
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიელი ფორვარდი ჩირო იმობილე ბეშიქთაშიდან იტალიის სერია A-ში დაბრუნდა. 35 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით ბოლონიას შეუერთდა. ჩირომ 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა + 1 წლის გახალგრძლივების შესაძლებობით.
ჩირო იმობილესთვის კარიერაში ეს მე-10 იტალიური გუნდია. იტალიელმა ბეშიქთაშში ყოფნისას 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც 19 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, მან თურქულ გუნდთან ერთად თურქეთის სუპერთასი მოიგო.
Ciro's message to the fans 🎙️📢 pic.twitter.com/JNU1VlQnC3
— Bologna FC 1909 (@BolognaFC1909en) July 10, 2025