Belive

ოფიციალურად: არტემ დოვბიკი რომაში ითამაშებს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"რომამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ "ჟირონასგან" უკრაინელი ფორვარდი, არტემ დოვბიკი შეიძინა. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, თავდამსხმმელის ფასი 30.5 მილიონი ევროა, ამას ემატება 5.5-მილიონიანი ბონუსი და შემდეგი გაყიდვიდან გადასახდელი 10%, თუმცა საერთო ჯამში, დოვბიკის შეძენა 38.5 მილიონ ევროზე მეტი არ დაჯდა - კონტრაქტი 5-წლიანია.

რომას განცხადებაში სიამაყით არის ხაზგასმული, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა კლუბი სხვა ლიგის წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირთან მოაწერს ხელს. დოვბიკი ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი სადებიუტო სეზონშივე გახდა. ურაინელმა 36 მატჩში 24 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

დოვბიკი უკრაინის ნაკრებთან ერთად 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზეც მონაწილეობდა, მას 31 ჩატარებულ შეხვვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი. ფორვარდი რომაში 11-ნომრიან მაისურს მოირგებს.