ოფიციალურად: ალექსანდრე კალანდაძე ვისლა პლოცკის ფეხბურთელია
ოფიციალურად, ქართველი ფეხბურთელი ალექსანდრე კალანდაძე პოლონეთის უმაღლესი ჩემპიონატის გუნდის ვისლა პლოცკის ფეხბურთელია. 24 წლის მცველი გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა + 1 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.
ვისლა პლოცკი 2024/25 წლების სეზონში პოლონეთის რანგით მე-2 დივიზიონში ასპარეზობდა, მაგრამ შეძლო და უმაღლეს ლიგაში აღზევდა.
ალექსანდრე კალანდაძემ გასული სეზონის ნახევარი იჯარით უნგრულ ფეჰერვარში გაატარა, სადაც 11 მატჩი ჩაატარა. ამას გარდა კარიერის განმავლობაში ქართველ ფეხბურთელს დინამო თბილისსა და უნგრულ დიოსგიორში უასპარეზია
🗣️ Chcę spróbować nowych rzeczy... W trakcie obozu #CampEkstra w Wałbrzychu do Nafciarzy dołączył Aleksandre Kalandadze! Gruziński obrońca odpowiedział na kilka naszych pytań, jeszcze przed swoim pierwszym treningiem.
— Wisła Płock (@WislaPlockSA) July 2, 2025
Cała rozmowa 📺 https://t.co/PZ0G8EliRS… pic.twitter.com/0OAt8AA4Y7