ოდეგორის მორიგი აღიარება
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "არსენალი" ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობს. "მეთოფეები" მოედანზე ბრწყინავენ და სატურნირო ცხრილის სათავეში სრულიად დამსახურებულად იკავებენ ადგილს.
ჩრდილო ლონდონური კლუბის წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი მარტინ ოდეგორია, რომელიც ფენომენალურად ასპარეზობს. ოდეგორის გარჯას ამაოდ არ ჩაუვლია - ლონდონელთა ნორვეგიელი ვარსკვლავი პრემიერ ლიგის ნოემბრისა და დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ ნოემბრისა და დეკემბრის თვეში, "არსენალის" მაისურით ჩატარებულ პრემიერ ლიგის 5 შეხვედრაში ოდეგორმა 3 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.