Belive

ოჩოა კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მექსიკის ეროვნული ნაკრების მეკარე, გილერმო ოჩოა ,,სალერნიტანაში'' ითამაშებს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალსტი, ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და 37 წლის მეკარე ახალ გუნდთან კონტრაქტს მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმებს.

ოჩოა 2019 წლიდან ,,ამერიკაში'' თამაშობდა. ,,სალერნიტანა'' მეკარესთვის მე-5 ევროპული გუნდი იქნება - აქამდე მექსიკელს ,,აიაჩოში'', ,,მალაგაში'', ,,გრანადასა'' და ,,სტანდარდში'' უთამაშია.

კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ოჩოა მექსიკის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო და ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში რობერტ ლევანდოვსკის პენალტიც მოიგერია.

სხვა სტატიები