Belive

ნურმაგომედოვი - თუ დავლევ ყველას დაგანგრევთ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. "წითელი ეშმაკების" გულშემატკივართა ურიცხვ არმიაში უსეინ ბოლტი და ხაბიბ ნურმაგომედოვიც ირიცხებიან. კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნების შემდეგ კი პრემიერ ლიგის გრანდის ფანების არმია გაორმაგდა. ინგლისის პრემიერ ლიგის მე-7 ტურის ეგიდით გამართულ შეხვედრას, რომელშიც "მანჩესტერ იუნაიტედი" "ევერტონს" დაუპირისპირდა, განსაკუთრებული სტუმრები ესწრებოდნენ. "ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილ პუბლიკასთან ერთად, მატჩს უსეინ ბოლტი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, სერ ალექს ფერგიუსონი და პატრის ევრაც ადევნებდნენ თვალს. შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ლეგენდა UFC-ის დაუმარცხებელი ჩემპიონი - ხაბიბ ნურმაგომედოვი, ფეხბურთის განსაკუთრებული სიყვარულითაა ცნობილი. მატჩის დაწყებამდე ნურმაგომედოვი "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდებს შეხვდა რა დროსაც, სერ ალექს ფერგიუსონმა მას ღვინის დალევა შესთავაზა. ხაბიბ ნურმაგომედოვი ისლამის მიმდევარია და მას ღვინის დალევა აკრძალული აქვს - უხერხულობის განსამუხტად, ნურმაგომედოვმა ფერგიუსონის წინადადებას ორიგინალურად უპასუხა: "დალევა ჩემთვის კარგი არაა. თუ დავლევ აქ ყველას დაგანგრევთ". რა "საფრთხის" წინაშე აღმოჩნდებოდნენ ფერგიუსონი, ევრა და ბოლტი დანამდვილებით ამის თქმა შეუძლებელია, თუმცა ერთი რამ უდავოა - მაკგრეგორის დასანგრევად ხაბიბს ღვინის დალევა არ დასჭირდა.  

სხვა სტატიები