Belive

ნორვეგიაში ერლინგ ჰოლანდის ქანდაკება "მოიპარეს"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელის ერლინგ ჰოლანდის ქანდაკება მას შემდეგ "მოიპარეს", რაც ის "ზედმეტად მახინჯად" შერაცხეს.

10 მეტრიანი ქანდაკება ერლინგის მშობლიურ ქალაქ ბრაინში იდგა. ადგილობრივებს პირველივე დღიდან აწუხებდათ ის ფაქტი, რომ ქანდაკება არაფრით ჰგავდა 22 წლის ფეხბურთელს. The Sun-ის ინფორმაციით, ქურდმა ქანდაკების წასაღებად ამწე გამოიყენა.

ქანდაკება ბიზნესმენმა ტორე სივერტსენმა 10 000 ფუნტ სტერლინგად დაამზადებინა, თუმცა, თავად სივერტსენმაც კი აღიარა, რომ ის ზედმეტად მახინჯი იყო. ტორემ ქანდაკება აუქციონზე გატანის მიზნით დაამზადებინა, რათა შემოსული თანხით ტანზანიის საავადმყოფოს მშენებლობა დაეფინანსებინა. მარგამ, ახლა ეს გეგმა საფრთხეშია. ამ თემაზე ბიზნესმენმა The Sun-თან ინტერვიუში ისაუბრა:

"ჩვენ ყველანი უზომოდ ვამაყობთ ერლინგით. ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა ქანდაკების შეკვეთა ტანზანიის საავადმყოფოს აშენების ხარჯების გადასახდელად. ზოგი ჩიოდა, რომ ის ძალიან მახინჯი იყო, თუმცა, მოდი, ვაღიაროთ, ერლინგი არ არის ლამაზი ბიჭი. მე მაინც შოკირებული ვიყავი, რომ ვიღაცამ მისი მოპარვა გადაწყვიტა. ვაღიარებ, რომ ყველას გემოვნებაში არ ჯდება, მაგრამ მე მომწონს. ეს უფრო ხელოვნების ნიმუშია, ვიდრე ერლინგ ჰოლანდის რეალისტური ქანდაკება."

ამ ქანდაკების დასამზადებლად ცნობილმა მოქანდაკემ კიეთილ ბარანემ 100 წლის მორი გამოიყენა და სამუშაოს შესასრულებლად ერთი წელი დახარჯა.

სხვა სტატიები