Belive

ნორვეგია - საქართველოს მატჩის თარიღი შეიცვალა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრა, რომელშიც ნორვეგიის ეროვნული ნაკრებისა და საქართველოს დაპირისპირება უნდა შედგეს შეცვლილი თარიღით ჩატარდება.

თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს, მიზეზად კი ქვეყანაში ჩასატარებელი არჩევნები გახლავთ.

აქამდე არსებული კალენდრის მიხედვით, ნორვეგიისა და საქართველოს მატჩი 11 სექტემბერს უნდა გამართულიყო, რაც შეიცვალა და შეხვედრა 12 სექტემბერს შედგება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპს 2023 წლის 28 მარტს დაიწყებს და ბათუმში სწორედ ნორვეგიას შეხვდება, იქამდე კი წლის პირველ მატჩს იმავე არენაზე, ამხანაგურად, მონღოლეთის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები