Belive

ნიკოლა კალინიჩის ხელფასი ჰაიდუკში 1 ევრო იქნება

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხორვატიის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ნიკოლა კალინიჩი ,,ჰაიდუკში'' სიმბოლური ხელფასის, თვეში 1 ევროს სანაცვლოდ ითამაშებს.

35 წლის ფეხბურთელთან, რომელიც გასული ზაფხულის შემდეგ თავისუფალი აგენტი იყო, ,,ჰაიდუკმა'' 5-თვიანი კონტრაქტი გააფორმა.

,,ჰაიდუკში გატარებული 3 წლის განმავლობაში, ეს ჩემი ყველაზე მარტივი გარიგებაა - მისი ხელფასი 1 ევრო იქნება...

ნიკოლა ერთი მიზნით ბრუნდება, მას სურს, რომ 19 წლის შემდეგ გუნდს ტიტულის მოპოვებაში დაეხმაროს.''
- თქვა გუნდის დირექტორმა

კალინიჩის ბოლო გუნდი სწორედ ,,ჰაიდუკი'' იყო. ხორვატს კარიერის განმავლობაში, ,,ბლექბერნში'', ,,ფიორენტინაში'', ,,მილანში'', ,,ატლეტიკოში'', ,,რომასა'' და ,,ვერონაში'' უთამაშია.

სხვა სტატიები