ნიკო პასი: 'ყოველი თამაშის წინ მესის YOUTUBE ვიდეოებს ვუყურებ'
კომოს ამომავალი ვარსკვლავი, ნიკო პასი აღიარებს, რომ ლიონელ მესის YouTube ვიდეოებს უყურებს, რათა ინტერ მაიამის სუპერვარსკვლავის 'იმიტირება' გამოუვიდეს. პასი, ამჟამად, არგენტინის ნაკრებში, მესის თანაგუნდელია, მაგრამ საკუთარი თამაშის გაუმჯობესებისას სახელგანთქმულ თანამემამულეს შთაგონების წყაროდ იყენებს.
პასი, რომელიც ტენერიფეს კუნძულზე დაიბადა და რეალ მადრიდის აკადემიის სისტემა გაიარა, 2024 წლის ზაფხულიდან იტალიაში იმყოფება. ის, კომოს სერია A-ში სადებიუტო სეზონის დროს, გუნდს ელიტაში დარჩენაში დაეხმარა.
21 წლის მოთამაშემ საერთაშორისო აღიარება ამ სეზონში მოიპოვა, პასმა 2025-26 წლების სეზონი დადებითად დაიწყო, ოთხი მატჩიდან ორი გოლი გაიტანა (ორივე ძალიან ლამაზი და საოცარი საგოლე გადაცემაც მიითვალა ლაციოს წინააღმდეგ). ალბისელესტეს რიგებში, ნიკო პასს მესიზეც აქვს ერთი საგოლე გადაცემა გაკეთებული.
არგენტინის ნაკრებში პასის მატჩების რაოდენობა ოთხამდე გაიზარდა და იმედოვნებს, რომ მომავალ ზაფხულს, მსოფლიო ჩემპიონატზეც გამოიძახებენ. მოსალოდნელია, რომ მესი ამ მუნდიალზეც ითამაშებს.
🇦🇷🪄 | 𝐍𝐈𝐂𝐎 𝐏𝐀𝐙 (𝟐𝟏) with a 𝐁𝐑𝐈𝐋𝐋𝐈𝐀𝐍𝐓 𝐆𝐎𝐀𝐋
— Rising Stars XI (@RisingStarXI) September 15, 2025
pic.twitter.com/dR8g5OciVK
🇦🇷😍 Nico Paz (20) with this great free-kick for Como against Lazio. 🎯 pic.twitter.com/t6XU8ZqfOZ
— EuroFoot (@eurofootcom) August 25, 2025