Belive

ნიგერიამ მოზამბიკი გაანადგურა - ბრწყინვალე მატჩის მიუხედავად ოსიმენი ლუკმენს გაუბრაზდა | VIDEO

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

აფრიკის თასის 1/8-ფინალში ნიგერიამ მოზამბიკი 4:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც ალჟირსა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მატჩში პირველი გოლი მე-20 წუთზე ადემოლა ლუკმენმა გაიტანა, 25-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა ანგარიშის სხვაობა ორამდე გაზარდა, 47-ე წუთზე ლუკმენის საგოლე გადაცემით ოსიმენმა დუბლი შეასრულა, ხოლო 75-ე წუთზე კვლავ ადემოლას ასისტით ამჯერად აკორ ადამსმა გაიტანა.

ბრწყინვალე მატჩის მიუხედავად ოსიმენი ლუკმენს ძალიან გაუბრაზდა და ეს ეპიზოდი ოპერატორებსაც არ გამოჰპარვიათ, ნიგერიის გულშემატკივრები კი აღნიშნულ ეპიზოდში ვიქტორს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ასეთი ქცევა დაუშვებელია.

სრულად მატჩის მიმოხილვა: