Belive

ნეიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა - პსჟ-ს სამი ფეხბურთელი ინფიცირებულია 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფრანგული გამოცემა L'Equipe იუწყება, რომ "პარი სენ-ჟერმენის" ვარსკვლავებს კორონავირუსი დაუდგინდათ. ლეანდრო პარედესის, ანხელ დი მარიას და ნეიმარის ტესტებმა COVID19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. უშუალოდ პარიზული გრანდი სამხრეთამერიკელი ფეხბურთელების გვარების დასახელებას ერიდება და Twitter-ში წერს, რომ გუნდის სამ მოთამაშეს ინფიცირება დაუდასტურდა და ისინი შესაბამისი პროტოკოლით გათვალისწინებულ ნორმებს იცავენ. უცნობია არგენტინელების ინფიცირების წყარო, თუმცა 28 წლის ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი იბიცაზე ისვენებდა და სავარაუდოდ კორონავირუსით სწორედ იქ ყოფნისას დაავადდა.

სხვა სტატიები