Belive

ნეიმარმა მეკარეს ჰკითხა, თუ რომელ კუთხეში დაერტყა პენალტი (ვიდეო)

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იქამდე, ვიდრე ჩემპიონთა ლიგა განახლდება, "პსჟ" ფორმის შესანარჩუნებლად ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს. საფრანგეთის მეორე ლიგის გუნდთან (9:0) გამარჯვების შემდეგ, "პარი სენ-ჟერმენი" ბელგიის მეორე დივიზიონის წარმომადგენელ "ვაასლანდ-ბევერენს" დაუპირისპირდა და 7 უპასუხო გოლი გაუტანა. მატჩის 48-ე წუთზე, როცა საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონი - 2:0 იგებდა, პარიზულმა გრანდმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა. ბურთთან ნეიმარი მივიდა, რომელმაც მეტოქის მეკარეს ჰკითხა, თუ რომელ კუთხეში დაერტყა. ეპიზოდისას, ორივე ფეხბურთელმა იხალისა, საბოლოოდ კი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა ბურთი მაურო იკარდისთან გაათამაშა, არგენტინელმა კი ის კარის ბადეში ზუსტად გადაგზავნა. მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალში, ტომას ტუხელის გუნდი "ატალანტას", 12 აგვისტოს დაუპირისპირდება. დუელი ერთმატჩიანი იქნება და ის ლისაბონში, "ბენფიკას" სტადიონზე გაიმართება.

სხვა სტატიები