ნეიმარმა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის სოლიდური თანხა ანონიმურად გაიღო
4 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
აღნიშნული ინფორმაცია ბრაზილიელმა მედიამ დაადასტურა: "ნეიმარმა ქველმოქმედებაში თავისი წვლილი ჯერ კიდევ გასულ წელს შეიტანა.მისი სურვილი იყო ის, რომ ინფორმაცია არ გასაჯაროვებულიყო, თუმცა მივიჩნევთ, რომ როდესაც ადამიანის ასეთი გამორჩეული საქციელის შესახებ ყველამ უნდა იცოდეს. ეს არის ინიციატივა, რომელსაც, ვიმედოვნებთ რომ ბევრი ცნობილი და გავლენიანი ადამიანი შეუერთდება," განაცხადა ბრაზილიელმა ტელეჟურნალისტმა, კრის ფლორესმა.აღსანიშნავია, რომ "კორონავირუსთან" ბრძოლისთვის, "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" ფეხბურთელები ხელფასის 70%-ით შემცირებაზე დათანხმდნენ. ქველმოქმედებაში ჩაერთვნენ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებიც - გუნდის კაპიტანის, ჰარი მაგუაირის ინიციატივით, ფეხბურთელების ანაზღაურების 30% ბრიტანეთის ეროვნულ ჯანდაცვის სერვისს (NHS) გადაეცემა.