Belive

ნეიმარმა 2 წლის წინ დაწყებული კონფლიქტი გამოასწორა (ვიდეო)

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი "პარი სენ-ჟერმენმა" გალათასარაისთან დიდი ანგარიშით (5:0) გამარჯვებით დაასრულა. "პარკ დე პრენსზე" გამართულ დაპირისპირებაში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. 82-ე წუთზე, თურქული კლუბის კარში პენალტი დანიშნა, თავდაპირველად ბურთთან ნეიმარი მივიდა, მაგრამ შემდეგ ცვლილებაზე შემოსულ ედისონ კავანის დაუთმო, რომელიც ტრავმირებული გახლდათ და დაბრუნების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში მიღებული პირველი შანსიც გამოიყენა. არადა, 2017 წელს, მას მერე, რაც ბრაზილიელი ფეხბურთელი ისტორიაში სარეკორდო ფას (222 მილიონ ევროდ) "პსჟ-ს" შეუერთდა, ურუგვაელ თავდამსხმელთან კონფლიქტის პირველი მიზეზი სწორედ, 11-მეტრიანის შესრულების უფლება გახდა. მაშინ სამხრეთამერიკელმა მოთამაშეებმა ბურთი ვერ გაიყვეს, ახლა კი როგორც ჩანს ურთიერთობა გამოასწორეს. პარიზელებმა ჯგუფი 16 ქულით, წაუგებლად და პირველი პოზიციით დაასრულეს.

სხვა სტატიები