Belive

ნეიმარის ტრავმის სიმძიმე ცნობილია

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ალ ჰილალის'' ვარსკვლავმა, ნეიმარმა, ორშაბათს, აზიის ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ითამაშა, თუმცა მატჩის მიწურულს ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

არაბული გუნდის ვებგვერდის ცნობით, ბრაზილიელი ფეხბურთელი დაზიანების გამო 4-6 კვირა ვერ ითამაშებს:

გამოკვლევამ აჩვენა, რომ ნეიმარმა ბარძაყი დაიზიანა. ის გაივლის მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროგრამას, რომელიც 4-დან 6 კვირამდე გაგრძელდება. - წერია კლუბის განცხადებაში.

1-წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ნეიმარი მოედანს 21 ოქტომბერს დაუბრუნდა. ბრაზილიელის ანგარიშზე ,,ალ ჰილალის'' მაისურით ჩატარებულ 7 შეხვედრაში 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები