Belive

ნეიმარი: "აღარ მსურს "პარი სენ ჟერმენის" მაისურით თამაში"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარი ნასერ ალ-ჰელაიფის შეხვდა და "პარი სენ ჟერმენის" დატოვების სურვილის შესახებ აცნობა. ფრანგული და ესპანური ტაბლოიდების მტკიცებით, ნეიმარს კვლავ "ბარსელონაში" დაბრუნება სურს. მადრიდის "რეალის" მესვეურები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, 300 მილიონ ევროზე მეტის დახარჯვას გეგმავენ - თუმცა ყველაზე გახმაურებული ტრანსფერი შესაძლოა "ბარსელონამ" განახორციელოს. El Mundo-ს მტკიცებით, კატალონიელები უკვე განიხილავენ ნეიმარის დაბრუნების შესაძლებლობას. El Mundo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარმა ნასერ ალ-ჰელაიფის განუცხადა: "აღარ მსურს "პარი სენ ჟერმენის" მაისურით თამაში. ჩემს სახლში დაბრუნება მინდა, საიდანაც არასდროს უნდა წამოვსულიყავი."

სხვა სტატიები