Belive

ნეიმარი: ,,დღეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ნეიმარმა, სერბეთთან მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ, გულშემატკივრებს მიმართა:

,,იმის ახსნა თუ რამხელა სიყვარულსა და სიამაყეს ვგრძნობ ამ მაისურის ჩაცმით, შეუძლებელია. ღმერთს რომ მოეცა შანსი, ამერჩია ქვეყანა, სადაც დავიბადებოდი, ბრაზილია იქნებოდა. ჩემს ცხოვრებაში მარტივად არაფრისთვის მიმიღწევია.

დღეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა... და კვლავ მსოფლიო ჩემპიონატზე. დიახ, ტრავმა მაქვს, მტკივნეულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დაბრუნების შანსი მექნება, რადგან ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემს ქვეყანას, ჩემს თანაგუნდელებსა და საკუთარ თავს დავეხმარო.

არასდროს დავნებდები, რადგან ყოვლისშემძლე ღმერთის შვილი ვარ და ჩემი რწმენა უსაზღვროა,'' - წერს ნეიმარი სოციალურ ქსელში.

სერბეთთან შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო, ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე ვეღარ დაეხმარება.

,,სელესაო'' მომდევნო მატჩს ორშაბათს, 28 ნოემბერს, შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს.

View this post on Instagram

A post shared by NJ 🇧🇷 (@neymarjr)

სხვა სტატიები