Belive

ნეიმარი: ,,ჩემი გაფორმებით რეალიც ინტერესდებოდა, მაგრამ ბარსელონაში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და ,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელმა, ნეიმარმა, განაცხადა, რომ 2013 წელს მისი გადაბირებით, ,,ბარსელონას'' გარდა, მადრიდის ,,რეალიც'' ინტერესდებოდა:

,,სხვა გუნდის ინტერესების შესახებ ვიცოდი, მაგრამ ,,ბარსელონაში'' გადასვლა ჩემი ოცნება იყო. 2013 წელს გადავწყვიტე, ,,სანტოსი'' დამეტოვებინა'' და ,,ბარსაში'' გადავსულიყავი. ბევრი ვარიანტი მქონდა, თუმცა კატალონიურ გუნდში თამაშზე ბავშვობიდან ვოცნებობდი.

ბოლო მომენტში ,,ბარსელონასა'' და ,,რეალს'' შორის არჩევანის გაკეთება მომიწია, გულს მოვუსმინე და ,,ბარსა'' ავირჩიე,'' - ნეიმარის სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.

ნეიმარი ,,ბარსელონაში'' 2013-2017 წლებში თამაშობდა. ბრაზილიელმა კატალონიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 188 შეხვედრაში 105 გოლი გაიტანა და 76 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ნეიმარმა ,,ბარსასთან'' ერთად ლა ლიგა (2-ჯერ), ესპანეთის თასი (3-ჯერ), სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

სხვა სტატიები