ნეგრედო: "დავიდ სილვა სიტის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია"
4 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"სერხიო აგუერო ძალიან მიყვარს, ის დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ დავიდ სილვა სიტის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა".ალვარო ნეგრედო "სიტიში" 2013-15 წლებში თამაშობდა. "ქალაქელთა" მაისური მან 49-ჯერ მოირგო და 23 ბურთი გაიტანა. მისი თანამემამულე დავიდ სილვა კი მანჩესტერულ კლუბში 2010 წლიდან თამაშობს და ერთ-ერთი ლიდერია. ნეგრედოს და სილვას ერთად ეროვნულ ნაკრებშიც აქვთ ნათამაშები.