ნეაპოლელებს სალერნიტანასთან მატჩის გადატანაზე უარი უთხრეს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სერია A-მ ნეაპოლის მუნიციპალიტეტის თხოვნა ,,სალერნიტანასთან'' მატჩის გადატანის შესახებ არ დააკმაყოფილა, ინფორმაციას Tuttomercatoweb-ი ავრცელებს.
გადაწყვეტილების მიზეზად კალენდრის ცვლილების სირთულე სახელდება, რადგან თუ ,,ნაპოლის'' მატჩი ერთი დღით გადაიწევს, მომავალი შეხვედრის ჩატარება (უდინეზესთან სტუმრად) გუნდს 2 დღეში მოუწევს.
შესაბამისად, ნეაპოლური კლუბისა და ,,სალერნიტანას'' მატჩი შაბათს, 29 აპრილს, 17:00 საათზე გაიმართება. თუ ,,ნაპოლი'' ამ თამაშის მოგებას შეძლებს, კვირას კი ,,ლაციო'' ,,ინტერთან'' ქულებს დაკარგავს, სპალეტის გუნდი სერია A-ს ჩემპიონი გახდება.
ნეაპოლელებს სურდათ, რომ ,,ნაპოლი'' - ,,სალერნიტანა'' და ,,ინტერი'' - ,,ლაციო'' პარალელურად ჩატარებულიყო.