Belive

ნდომბელე თავის მომავალზე სერიოზულად დაფიქრდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ტანგუი ნდომბელე "ტოტენჰემს" 2019 წელს შეუერთდა. ჯერჯერობით ფრანგი ფეხბურთელი ისეთივე ფეხბურთს ვერ თამაშობს, როგორსაც ამას "ლიონში" ასპარეზობისას აკეთებდა. ჟოზე მოურინიო ნდომბელეთი უკმაყოფილოა და ამას ღიად აცხადებს.  ეს კი "ლიონის" ყოფილი ფეხბურთელისთვის მიუღებელია. აქედან გამომდინარე ნდომბელე ფიქრობს, ღირს თუ არა დარჩენა "ტოტენჰემში." "L'Equipe-ზე" დაყრდნობით ვიგებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელი განიხილავს სხვა გუნდის შემოთავაზებას. შეგახსენებთ, რომ ნდომბელემ მიმდინარე სეზონში 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები