ნასრიმ დაადასტურა, რომ სერხიო აგუერო კარიერის დასრულებას აპირებს
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,აგუერომ შეტყობინება გამომიგზავნა და, სამწუხაროდ, ყველაფერი დაადასტურა. სწორედ ამიტომ ძალიან ვნერვიულობ. ის მოედანზე ნამდვილი ფენომენი იყო. ვწუხვარ, რადგან ეს მისი არჩევანი არ ყოფილა. ვიცი, როგორ უყვარს მას ფეხბურთი. იმის დანახვა თუ როგორ ასრულებს აგუერო საფეხბურთო კარიერას მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალიან სამწუხაროა,'' - ნასრის სიტყვებს Canal + ციტირებს.ესპანური პრესის ცნობით, მომავალ კვირას ჩაინიშნება პრესკონფერენცია, სადაც აგუერო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადებს. ფეხბურთელმა 30 ოქტომბერს ,,ალავესთან” მატჩის გაგრძელება მკერდში დისკომფორტისა და მსუბუქი ტაქიკარდიის გამო ვერ შეძლო, რის გამოც 41-ე წუთზე შეცვალეს. არგენტინელი იმავე დღეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, მალევე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას გულის იშვიათი არითმია დაუდგინდა. რამდენიმე დღის წინ As-მა დაწერა, რომ ბოლო გამოკვლევებით, აგუეროს გულის პრობლემები იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ.