Belive

ნასიონალის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ სუარესი ზამთარში გუნდს დატოვებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ურუგვაული ,,ნასიონალის'' პრეზიდენტმა, ხოსე ფუენტესმა, განაცხადა, რომ ლუის სუარესი ზამთარში გუნდს დატოვებს. ფუენტესის თქმით, მხარეები ამაზე კონტრაქტის გაფორმების დროს შეთანხმდნენ:

,,როცა ურუგვაის ჩემპიონატი დასრულდება, სუარესი გუნდიდან წავა. ჩვენ თავდაპირველად სწორედ ამაზე შევთანხმდით. მან აქ გადმოსასვლელად ყველაფერი გააკეთა.

არ მინდა, რომ გულშემატკივრებს ზედმეტი მოლოდინები ჰქონდეთ. სუარესი მიდის, ამის შესახებ ლუისმა ადრეც ისაუბრა,'' - თქვა ფუენტესმა.

სუარესი სამშობლოში ზაფხულში დაბრუნდა და ,,ნასიონალს'' თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

მიმდინარე სეზონში 35 წლის თავდამსხმელის ანგარიშზე ,,ნასიონალის'' მაისურით ჩატარებულ 10 შეხვედრაში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები