Belive

ნაპოლისთან მატჩში მილანს პიერ კალულუ დააკლდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მარჯვენა ფეხის ტრავმის გამო, ,,მილანის'' მცველი, პიერ კალული 2 აპრილს, ,,ნაპოლისთან'' გასამართ შეხვედრაში ვერ ითამაშებს. ინფორმაციას Football Italia ავრცელებს.

22 წლის ფეხბურთელმა ფეხი საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე დაიზიანა.

კალულუს კიდევ ერთი გამოკვლევა 10 დღის შემდეგ ჩაუტარდება და არსებობს იმის შანსიც, რომ მცველმა ,,ნაპოლისთან'' ჩემპიონთა ლიგის ორივე მატჩიც გამოტოვს.

მიმდინარე სეზონში პიერ კალულუს ანგარიშზე ,,მილანის'' მაისურით ჩატარებულ 37 შეხვედრაში 1 გოლია.

კვირას, იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში ,,ნაპოლი'' ,,მილანს'' უმასპინძლებს. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გუნდების შეხვედრა 12 და 18 აპრილსაა ჩანიშნული.

სხვა სტატიები