ნაპოლის ყოფილ ფეხბურთელს ბურგერის ჭამის გამო გუნდიდან გარიცხვა ემუქრება
"ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი, ტანგი ნოდმბელე, რომელიც ამჟამად თურქულ "გალათასარაიში" გამოდის, სკანდალში გაეხვა.
კონკრეტულად, საქმე ისაა, რომ "ტოტენჰემიდან" თურქულ გრანდში განათხოვრებულმა ფეხბურთელმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, მიუნხენის "ბაიერნთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ, სასტუმროში კვების რაციონი დაარღვია. კერძოდ, ფრანგმა ფეხბურთელმა ბურგერი, კარტოფილი ფრი და კოკა-კოლა შეუკვეთა, რაც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ოკან ბურუკმა შეიტყო და 26 წლის ნახევარმცველს ულტიმატუმი წაუყენა - ზედმეტი კილოგრამების მოშორება და 75 კგ-მდე ჩამოსვლა, ან გუნდიდან გარიცხვა.
თურქეთის სუპერლიგის მე-10 ტურში, "რიზესპორთან", სტუმრად - 1:0 მოგებული მატჩის დროს, ნდომბელე გუნდის განაცხადში ვერ მოხვდა, ხოლო თუ ზედმეტი 6 კგ-ის მოშორებას ვერ მოახერხებს, მაშინ თურქეთის მოქმედ ჩემპიონთან გამოთხოვება მოუწევს.
ნდომბელემ, რომელმაც "ნაპოლიში" 2022/23 წლების ისტორიულ სეზონში ითამაშა და სერია A-ს მოგება მოახერხა, "გალას" რიგებში ახალ სეზონში, ყველა ტურნირზე 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა.