Belive

ნაპოლის სტადიონს შესაძლოა მარადონას სახელი მიენიჭოს 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
შესაძლოა, "ნაპოლის" სტადიონს დიეგო არმანდო მარადონას სახელი მიენიჭოს. ამის შესახებ ინფორმაციას ლეგენდარული არგენტინელის გარდაცვალებიდან მალევე, იტალიური კლუბის პრეზიდენტი აურელიანო დე ლაურენტისი ავრცელებს.
"ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სტადიონის "სან პაოლოსთვის" დიეგო არმანდო მარადონას სახელის მინიჭების იდეა განვიხილოთ. ნეაპოლის მერმა, ლუიჯი დე მაგისტრისმა, მხარი დაუჭირა წინადადებას და დასძინა: "დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა, ყველა დროის ყველაზე დიდი ფეხბურთელი. დიეგომ ჩვენი ხალხის ოცნება რეალური გახადა, მან თავისი გენიით დაიპყრო ნეაპოლი. 2017 წელს იგი გახდა საპატიო მოქალაქე. დიეგო, ნეაპოლიტანელო და არგენტინელო, შენ სიხარული და ბედნიერება მოგვანიჭე. ნეაპოლს უყვარხარ", - თქვა აურელიანო დე ლაურენტისმა.
"ღმერთის ხელის" შემოქმედმა "ბარსელონაში" გატარებული მძიმე წლების შემდეგ, 1984 წელს, იმ დროისთვის სარეკორდო თანხად - 5 მილიონ ევროდ "ნაპოლიში" გადაბარგდა და იტალიურ კლუბთან ერთად ორჯერ სერია A, ქვეყნის თასი და უეფას თასი მოიგო. 60 წლის ლეგენდამ თვის დასაწყისში საავადმყოფოში 10 დღე გაატარა, სადაც თავის ტვინში თრომბის არსებობის გამო მოხვდა, 12 ნოემბერს კი სახლში დაბრუნდა. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი შინ თერაპიის კურსებს გადიოდა, თუმცა როგორც ექიმებმა აღნიშნეს, მისი ტვინს უჯრედები ალკოჰოლის ჭარბი ოდენობის მიღების გამო, დაზიანებული აღმოჩნდა.

სხვა სტატიები