Belive

ნაპოლის პრეზიდენტი: "სარიმ შეურაცხმყო და მიღალატა"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის ყოფილი და ამჟამად ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი გააკრიტიკა. "სარიმ მე თავისი ვულგარული მიზეზით - თითქოს მისი წასვლა ფულის გამო მოხდა - შეურაცხყოფა მომაყენა. მან მე მიღალატა. მისი კონტრაქტი კიდევ ორი წელი ძალაში იყო.  მახსოვს, თებერვალში მან თავის სახლში, ტოსკანაში მიმიპატიჟა. მან და მისმა მეუღლემ ყველაფერი იდეალურად მოამზადეს. ბევრი დრო გვქონდა და ბევრ რამეზეც ვისაუბრეთ, მაგრამ მათ კლუბის დატოვების განზრახვა არც კი უხსენებიათ. მაურიციო ბოლომდე ჩუმად იყო, ალბათ ამით გუნდში სიმშვიდის შენარჩუნება სურდა.  რასაკვირველია, არ უნდა დაგვავიწყდეს სარიასთან ერთად ჩატარებული 3 დიდებული სეზონი. ფეხბურთში ისეთივე წესები მოქმედებს, როგორიც ფილმებში. კარგი ფილმის შესაქმნელად გჭირდებათ შესანიშნავი რეჟისორი და მაგარი პროდიუსერი, ისინი ბრწყინვალე შემოქმედების მშობლები არიან. ბუნებრივია, საფეხბურთო გუნდის წარმატებაც მთავარ მწვრთნელზე დიდწილადაა დამოკიდებული, მაგრამ შეცდომა არ უნდა დავუშვათ და რაღაცები არ უნდა დაგვავიწყდეს... ვინ მოიყვანა გუნდში კავანი, ვინ მოიწვია მაცარი, ვისი ინიციატივით დავნიშნეთ ბენიტესი და გადმოვიბირეთ იგუაინი? და ბოლოს და ბოლოს, ვინ დანიშნა თავად სარი? ისიც გაიხსენეთ, რომ მაურიციოს დანიშვნის შემდეგ მთელს ქალაქში გულშემატკივრებმა საპროტესტო მსვლელობა მომიწყვეს", - უთხრა ყოფილმა მსახიობმა Corriere dello Sport-ის ჟურნალისტს. 61 წლის სპეციალისტმა "ნაპოლიში" გატარებულ სამ სეზონში სერია A-ს ვიცე ჩემპიონის სტატუსი ორჯერ მოიპოვა, ერთხელ კი მესამე ადგილი დაიკავა.

სხვა სტატიები