Belive

ნაპოლის ოსიმენის სანაცვლოდ 150 მილიონი ევროს მიღება სურს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' ხელმძღვანელობა გეგმავს, რომ გუნდი ვიქტორ ოსიმენის გაყიდვით 150 მილიონ ევროს მიიღებს. ინფორმაციას Foot Mercato ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ფორვარდის ტრანსფერით ,,პარი სენ ჟერმენიც'' ინტერესდება. მანამდე იტალიურ და ინგლისურ მედიაში დაიწერა, რომ 24 წლის ფეხბურთელი ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' სამიზნეა.

დღეს Transfermarkt-მა ფასები განაახლა, ვებგვერდის ინფორმაციით, ოსიმენის სატრანსფერო ფასი 70 მილიონიდან 100 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

მიმდინარე სეზონში ნიგერიელის ანგარიშზე ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 29 შეხვედრაში 25 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები