Belive

ნაპოლის მფლობელმა კულიბალის და მილიკის მომავალზე ისაუბრა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" მფლობელმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ კლუბი მზადაა არკდაიუშ მილიკსა და კალიდუ კულიბალის დაემშვიდობოს. "კულიბალის, ისევე როგორც მილიკს, კლუბის დატოვება შეუძლიათ. ოღონდ, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რომელიმე კლუბისგან ღირსეულ შემოთავაზებას მივიღებთ", - თქვა 71 წლის იტალიელმა. პოლონელი თავდამსხმელით რამდენიმე ესპანური კლუბი, მათ შორის "ბარსელონა" ინტერესდება, სენეგალელი ცენტრალური მცველის დამატება კი "ლივერპულის" დიდი ხნის მიზანია.

სხვა სტატიები