Belive

ნაპოლიმ ალესიო ძერბინი იჯარით მონცაში გაუშვა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' თავდამსხმელი, ალესიო ძერბინი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ,,მონცაში'' ითამაშებს.

გარიგება ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებას არ ითვალისწინებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიელი ზაფხულში ნეაპოლურ კლუბს დაუბრუნდება.

ნაპოლი აცხადებს, რომ ძერბინი სეზონის დარჩენილ ნაწილს მონცაში გაატარებს.

ალესიო, წარმატებებს გისურვებთ! მალე შევხვდებით მოედანზე!'' - წერს ნეაპოლური გუნდი სოციალურ ქსელში.

მიმდინარე სეზონში ძერბინის ანგარიშზე ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 9 შეხვედრაში 2 გოლია. 24 წლის ფორვარდმა დუბლი რამდენიმე დღის წინ, იტალიის სუპერთასის ნახევარფინალში, ,,ფიორენტინას'' წინააღმდეგ შეასრულა.

View this post on Instagram

A post shared by SSC Napoli (@officialsscnapoli)

სხვა სტატიები