ნაპოლი ვალტერ მაცარის გუნდიდან გაშვებას განიხილავს
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" ვალტერ მაცარის გათავისუფლებას განიხილავს, ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის სპორტული გამოცემა Italian Football TV აქვეყნებს.
მათი თქმით იტალიელი სპეციალისტის გუნდიდან გაშვება ოთხშაბათს "ბარსელონას" წინააღმდეგ მატჩამდეც კი შეიძლება მოხდეს. მთავარი მწვრთნელის პოსტზე სავარაუდო შემცვლელად კი ფრანჩესკო კალცონა განიხილება, რომელსაც "ნაპოლიში" მწვრთნელის ასისტენტად უმუშავია მაურიციო სარისთან და ლუჩანო სპალეტისთან ერთად. ამჯერად კი ის სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია.
როგორც ჩანს გუნდის ხელმძღვანელობა ვალტერ მაცარის მუშაობით უკამყოფილოა და ეს შედეგებზეც აისახება. მას "ნაპოლიში" დანიშვნის შემდეგ ამ ეტაპზე რუდი გარსიაზე უარესია შედეგი აქვს:
• რუდი გარსია: 21 ქულა 12 თამაშში
• მაცარი: 15 ქულა 12 თამაშში
Napoli look like they’re ready to already SACK Walter Mazzarri 🥴
— Italian Football TV (@IFTVofficial) February 18, 2024
It could even come before the Barcelona game on Wednesday.
Francesco Calzona would be the replacement, he’s already agreed to join.
He worked with both Sarri and Spalletti at Napoli but is currently coaching… pic.twitter.com/aLDQYEjVT4