ნაპოლი სპალეტის ახალ კონტრაქტს და გაზრდილ ხელფასს შესთავაზებს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ნაპოლის'' მფლობელს, აურელიო დე ლაურენტისს სურს, რომ გუნდმა მთავარ მწვრთნელთან, ლუჩიანო სპალეტისთან, კონტრაქტი გაახანგრძლივოს. ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.
ნეაპოლელებს შეეძლოთ, ხელშეკრულების ავტომატურად გაგრძელების პუნქტით ესარგებლათ, თუმცა, დე ლაურენტისი აპირებს, რომ სპეციალისტს ახალი, ორწლიანი კონტრაქტი და გაზრდილი ხელფასი (4 მილიონი სეზონში, პლუს ბონუსები) შესთავაზოს. მხარეები მოლაპარაკებებს რამდენიმე დღეში დაიწყებენ.
სპალეტიმ ,,ნაპოლი'' 2021 წელს ჩაიბარა. იტალიის სერია A-ს მიმდინარე სეზონში ,,პარტენოპეის'' 27 ტურის შემდეგ 71 ქულა აქვს და მეორეადგილოსან ,,ლაციოს'' 19 ქულით უსწრებს.
64 წლის მწვრთნელს ნეაპოლურ კლუბთან ამჟამინდელი ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.