ნაპოლი ბილი გილმორის ტრანსფერზე მუშაობს
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ნაპოლი" ბილი გილმორის შესაძენად, ნაბიჯების გადადგმას აპირებს. აღსანიშნავია, რომ "ბრაიტონის" ნახევარმცველმა იტალიურ კლუბს თანხმობა უკვე განუცხადა. როგორც Football Italia წერს, ნეაპოლელები ჯერ ჯანლუკა გაეტანოს გაყიდიან და მას შემდეგ შოტლანდიელსაც დაიმატებენ.
საინტერესოა, რომ "თოლიებმა" "პარტენოპეის" პირველ შეთავაზებაზე უარი თქვეს, რომელიც 9.5 მილიონ ევროს შეადგენდა. "ნაპოლი" ახალ შეთავაზებას გააკეთებს მას შემდეგ, რაც გაეტანოს გაყიდიან და პლუს 8-9 მილიონ ევროს მიიღებენ.
გასულ სეზონში გილმორმა საკლუბო ეგიდით 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბილი ევროპის ჩემპიონატზეც გამოვიდა მაგრამ, დიდად ვერაფრით გამოირჩა.