Belive

ნაპოლი არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 18 მილიონ ევრომდე იხდის

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, ,,ნაპოლი'' კიდევ ერთი ფეხბურთელის ყიდვას შეეცდება.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ,,პარტენოპეის'' სამიზნე ,,უდინეზეს'' ცენტრალური მცველი, ნეუენ პერესია.

როგორც რომანო წერს, ნეაპოლელები არგენტინელის სანაცვლოდ 16 მილიონ ევროს გადაიხდიან, რასაც ბონუსის სახით 2 მილიონი დაემატება. ტრანსფერის ღირებულების 50%-ს კი ფეხბურთელის ყოფილი კლუბი, მადრიდის ,,ატლეტიკო'' მიიღებს.

მხარეებს შორის შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია - პერესი 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელფასის სახით 1,6 მილიონ ევროს მიიღებს.

მიმდინარე სეზონში 23 წლის მცველის ანგარიშზე ,,უდინეზეს'' მაისურით ჩატარებულ 21 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემაა.

ეს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ,,ნაპოლის'' მეოთხე ტრანსფერი იქნება - მაცარის გუნდმა უკვე პასკუალე მაცოკი, ჰამედ ტრაორე და სირილ ნგონგე გაიფორმა.

სხვა სტატიები